ორსულობის ულტრასონოგრაფია

სოფლიოში მიღებული პრაქტიკის თანახმად, ორსულობის წარმატებით წარმართვისათვის საჭიროა პრენატალური სკრინ ინგი, რომელიც  ნაყოფის კვლევის ორ ძირითად მიმართულებას გულისხმობს: ულტრაბგერით და ბიოქიმიურ (ორსულთა სისხლის ანალიზი სხვადასხა სპეციფიკურ ცილაზე) სკრინინგს.

რენატალური სკრინინგის  ფარგლებში  ჩატარებული ექოსკოპიური დიაგნოსტიკა ნაყოფისთვი იმდენად უვნებელი და უსაფრთხოა, რომ მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ორსულისთვის, თანაც არაერთხელ.. 

რსულთა ულტრაბგერითი სკრინინგი  გულისხმობს მინიმუმ 4 ჯერ ნაყოფის დათვალიერებას: 

10–14 კვირაზე 

20–24 კვირაზე 

30–32 კვირაზე 

38 კვირაზე 

კრინინგი უნდა ჩაუტარდეს ყველა ორსულს, რადგან  ნაყოფის განვითარება მიმდინარეობს  ყოველდღიური თუ ყოველკვირეული ორგანოგენეზით. სასურველია, ორსულმა ქვემოთ ჩამოთვლილ განსაზღვრულ კვირეებში ჩაიტაროს სონოგრაფიული კვლევა, რადგანაც ფეხმძიმობის  ყოველ კონკრეტულ კვირას აქვს ნაყოფის განვითარების   შეფასების კონკრეტული შესაძლებლობები: 

  • 10–14 კვირაზეშესაძლებელია ნაყოფის განვითარების უხეში დეფექტების (სიმახინჯეების) აღმოჩენა: ანენცეფალია, ომფალოცელე, კისრის ჰიგრომა და ა.შ. აქვე ხდება ნაყოფის განვითარების  ქრომოსომული ანომალიის მარკერის – კისრის ნაოჭის შეფასებაც.  ნორმით იგი არ უნდა აღემატებოდეს 3 მმ–ს.
  • 20–24 კვირაზეულტრასონოგრაფიით შესაძლებელია,  უხეში ანატომიური დეფექტების გამოვლენა, როგორებიცაა:
  • თავისა და ზურგის ტვინის, თირკმელების, სახის ნაწილების, გულის, კიდურების, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის და ა.შ.  ამ დეფექტების ნაწილი ექვემდებარება დაბადებისთანავე  გადაუდებელ ოპერაციულ ჩარევას, ნაწილი კი –  ორსულობის შეწყვეტის პირდაპირი ჩვენებაა.
  • ასეე შესაძლებელია  ნაყოფის ქრომოსომული ანომალიების დამატებითი მარკერებით შეფასებაც: მცირე და მრავალწყლიანობის სახით, ნაყოფის განვითარების ტემპების,  თირკმლის მენჯის გაფართოების (პიელოექტაზი), თავის ტვინის პარკუჭების გაფართოების (ვენტრიკულომეგალია), ნაყოფის ცხვირის ძვლის ზომის შემცირების, ლულოვანი ძვლების სიგრძეში ჩამორჩენის, ჰიპერექოგენური ნაწლავის, გულში ჰიპერექოგენური ჩანართის, თავის ტვინის სისხლძარღვებში კისტების არსებობის და სხვა სახით.
  • 30–32 კვირაზე  შესალებელია დამატებითი „აღმოჩენების“ გაკეთება, ნაყოფის მცირე ანატომიური დეფექტების დიაგნოსტირებით: გულის მანკი, ჰიდროცეფალია, საშარდე გზების შევიწროება და სხვა.
  • 38–40 კვირაზე სამშობიარო პარამეტრების დადგენა ხდება, რაც სამშობიარო პროცესების სწორად მართვის შესაძლებლობებს იძლევა.

ევრი ასეთი თანდაყოლილი განვითარების მანკი ექვემდებარება ქირურგიულ მკურნალობას.  ამიტომ სწორად და დროულად  ჩატარებული ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა მრავალი პატარას გადარჩენის წინაპირობაა. 

უმცა,  ულტრაბგერით გამოკვლევას აქვს თავისი შესაძლებლობების ანუ ინფორმაციულობის ზღვარი: 

მას არ შეუძლია ისეთი განვითარების დეფექტის დადგენა, რომელსაც მკვეთრი ანატომიური გამოვლინება არ ახასიათებს (მაგალითად, დაუნის სინდრომი). 

სიახლე!  

ვენს კლინიკაში არსებობს  უახლესი თაობის საექსპერტო ულტრატომოგრაფიის აპარატი, რომელიც დაუნის სინდრომსაც კი 90%–იანი სიზუსტით ადგენს. აღარაფერს ვამბობთ ბავშვის ემოციებისა და ხასიათის ნიშან–თვისებების შეფასებაზე, რაც პირველად მსოფლიოში ამერიკელ ექიმებთან ერთად დავიწყეთ! 

 

 

 


Find us on Facebook