რა არის ალერგია?

ლერგია ორგანიზმის არაბუნებრივად ამაღლებული მგრძნობელობaა ამა თუ იმ ნივთიერების მიმართ, რომლებიც, ჩვეულებრივ, ადამიანთა უმეტესობაში არ იწვევენ დამაზიანებელ რეაქციებს.

აციენტისთვის ალერგენად ანუ „პირად მტრად“ გვევლინება: ოთახისა და მცენარის მტვერი, ცხოველის ბეწვი, მწერის ექსკრემენტი, ზოგიერთი საკვები პროდუქტი, წამალი, სოკო და ა.შ. ისინი "უცხოები" ხდებიან  მასპინძლის იმუნური სისტემისთვის და უშუალოდ იწვევენ ალერგიას, ანუ   იქცევიან ალერგენებად.

ლერგია აწუხებს დედამიწის მოსახლეობის თითქმის 30%–ს. ბოლო 20 წლის განმავლობაში ალერგიის შემთხვევის სიხშირე 2ჯერ გაიზარდა. რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორით: ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესება, საკვები პროდუქტების ხასიათის შეცვლა, ქიმიზაციის მაღალი მაჩვენებელი, სტრესი, სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს "დამძიმება" და ა.შ.

ლერგია  ბავშვთა ადრეულ ასაკში უპირატესად ვლინდება ატოპიური დერმატიტის სახით: ბავშვების 60–70%–ს პირველსავე წელს ესმებათ ეს დიაგნოზი. ატოპიური დერმატიტის მქონე ბავშვთა 80%–ს  რესპირატორული ალერგია უვითარდებათ ალერგიული რინიტისა ან ბრონქიალური ასთმის სახით 2–3 წლის ასაკიდან.

ნიშვნელოვნად მოიმატა სუნზე, სიცივეზე, სიცხეზე, ემოციებზე, ფიზიკურ ვარჯიშზე ალერგიის სიმპტომების შემთხვევებმა, რაც  ამ ფაქტორების მიმართ, ორგანიზმში წარსულში განვითარებული ჰიპერმგრძნობელობით აიხსნება. ასევე მოიმატა ე.წ.  "ფსევდო ალერგიის" შემთხვევებმა, რომელიც  კლინიკურად ალერგიის  სიმპტომებით მიმდინარე დაავადებაა, ოღონდ პათოგენეზი არა ალერგიური აქვს. ამ მიზეზით მისი სწორი და ზუსტი დიაგნოსტიკა საკმაოდ რთული და მნიშვნელოვანი საკითხია.

 

 

 


Find us on Facebook