რა არის ენდოკრინოლოგია?

ნდოკრინოლოგია ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა და სწრაფად განვითარებადი მედიცინის დარგია, რომელიც ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას სწავლობს. ამ სისტემაში წარმოშობილი დარღვევები ორგანიზმის თითქმის  ყველა სისტემაზე (გულ–სისხლძარღვთა, ნერვული, გასტრო–ენტეროლოგიური, შარდ–სასქესო და ა.შ.) ახდენს ზეგავლენს.

ამწუხაროდ, ბოლო წლებში მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დაფიქსირდა ამ სისტემის დაზიანებების რიცხვის სერიოზული მატება. ამის ერთ–ერთ მაგალითს საქართველოში არსებული ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები წარმოადგენს. ეს ფაქტი კი ადვილად აიხსენება, თუ გავიხსენებთ, რომ თანამედროვე ადამიანი  დაბინძურებულ, ქიმიით გაჯერებულ და  სტრესით გაჟღენთილ სამყაროში ცხოვრობს. სამყაროში, რომელიც ჩვენ თვითონვე გავანადგურეთ და ახლა საკუთარი შემოქმედების შედეგს დაზიანებული ჯანმრთელობის სახით ვიმკით.  

 

 

 

 

 


Find us on Facebook