რეპროდუქციული ენდოკრინოლოგია

დამიანის რეპროდუქციული სისტემა იმყოფება რთულად ორგანიზებული ნეირო–ენდოკრინული სისტემის ზეგავლენის ქვეშ, რომლის შემადგენლობაშიც შედის 5 იერარქიული კომპონენტი: ქერქვეშა ბირთვები, ჰიპოთალამუსი, ჰიპოფიზი, პერიფერიული ენდოკრინული ჯირკვლები და "სამიზნე" (საშვილოსნო ,მილები და საშო) ორგანოები.

ეპროდუქციული სისტემა ორგანიზმის ბიოლოგიური სისტემის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ამიტომ ნეირო–ენდოკრინულ მარეგულირებელ სისტემაში განვითარებული უარყოფითი ცვლილებები გავლენას ახდენენ რეპროდუქციულ სისტემაზე. თავის მხრივ, რეპროდუქციული სისტემის დაზიანებები იწვევენ ენდოკრინულ და სომატურ პათოლოგიებს.

სგავსი ტიპის დარღვევებია: საკვერცხეების პოლიკისტოზი, ჰიპერპროლაქტინემია, პრემენსტრუალური სინდრომი, დისფუნქციური საშვილოსნოსმიერი სისხლდენა, შიხანის სინდრომი, რეზისტენტული საკვერცხეების სინდრომი, საკვერცხეების ნაადრევი განლევისა და კლიმაქტერული სინდრომი, ენდომეტრიოზი....

მ მცირე ჩამონათვალიდანაც ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდია ენდოკრინული სისტემის ზეგავლენა რეპროდუქციულ სისტემაზე. და კიდევ უფრო მეტი, დღეს თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ რეპროდუქციული და ნეირო–ენდოკრინული სისტემა ერთი მთლიანი ფუნქციური ელემენტი გახლავთ, რომლის ნორმალური ფუნქციონირება მთელი ორგანიზმის ფუნქციონირების აუცილებელი კომპონენტია.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Find us on Facebook