15 წლამდე ასაკის ბავშვთა რეპროდუქციული დახმარება

15 წლამდე ასაკის ბავშვთა რეპროდუქციული დახმარების პრაქტიკული სფერო მოიცავს    სხვადასხვა გინეკოლოგიური და ენდოკრინოლოგიური დარღვევების  გამოკვლევასა  და მკურნალობას. მათ შორისაა:

  • გარეთა სასქესო ორგანოების განვითარების დარღვევა
  • პათოლოგიური გამონადენი საშოდან
  • სასირცხო ბაგეების შეხორცება
  • ნაადრევი სქესობრივი განვითარების ნიშნები (თმიანობა, სარძევე ჯირკვლების გადიდება, მენსტრუაცია)
  • სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი
  • ვარდისფერი დაჭიმულობის ხაზები (სტრიები)
  • მტკივნეული მენსტრუაცია
  • იუვენილური საშვილოსნოსმიერი სისხლდენები
  • სქესობრივი განვითარების შეფერხება
  • გამონაყარი (აკნე), სებორეა
  • ადრენო-გენიტალური სინდრომი, ჰიპერპროლაქტინემია
  • ჭარბთმიანობა და მასთან დაკავშირებული ესთეტიური პრობლემები...

ოგონა ბავშვთა გინეკოლოგთან უნდა მიიყვანოთ, თუ:

  • შეამჩნიეთ კანის, გარეთა სასქესო ორგანოების ლორწოვანის სიწითლე
  • შეამჩნიეთ უხვი თეთრი გამონადენი ვაგინიდან
  • შეამჩნიეთ მოყვითალო, მომწვანო, მოყავისფრო გამონადენი ვაგინიდან
  • ბავშვი ტირის მოშრდვამდე ან შარდვის შემდეგ
  • გარეთა სასქესო ორგანოებს აქვს "უჩვეულო" შესახედაობა
  • მშობლებს აქვთ სქესობრივი  გზით გადამდები ინფექცია (ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ტრიხომონა...)

აქართველოს რეალობაი გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ გოგონა გინეკოლოგთან არ უნდა მიიყვანო გათხოვებამდე აბსოლუტურად მიუღებელია.

ოგონა ბავშვთა გინეკოლოგთან არა თუ რომელიმე ზემოთ მოყვანილი კლინიკური სიმპტომის გამოჩენისთანავე უნდა მიიყვანოთ, არამედ სასურველია ბავშვის მინიმუმ 3 ჯერადი პროფილაქტიკური კონსულტაცია (დაბადებისთანავე, 3–4 წელი და პრედ პუბერტატული ასაკი), რომელიც მრავალ პრობლემას აგაცილებთ მომავალში.   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Find us on Facebook