ხელოვნური განაყოფიერება

ნაყოფობა ბუნებრივი გზით განაყოფიერების შეუძლებლობაა. თუ რეგულარული სქესობრივი ცხოვრებისას 1 წლის განმავლობაში ორსულობა არ შედგა, წყვილი უნდა დაფიქრდეს, შესაძლო უშვილობაზე და  დაიწყოს მიზეზების მოძიება.

ელოვნურ განაყოფიერებას 50 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს. მას მიმართვენ როგორც ქალის, ისე მამაკაცის მიზეზით განპირობებული უშვილობის დროს. ეს ის შემთხვევებია, რომლებიც კონსერვატიული გზით მკურნალობას არ ექვემდებარებიან. 

აშვილოსნოსშიდა ინსემინაცია წარმატებული მეთოდია უცნობი გენეზის უშვილობის დროს. ამ  დროს აუცილებელი პირობაა საშილოსნოს მილები იყოს გამტარი, ხოლო სპერმის კრიტერიუმები დამაკმაყოფილებელი.

ღეისათვის  IVF-ინ ვიტრო განაყოფიერება გამოიყენება ყველა რეპროდუქციული პრობლემის გადასალახავად. ინ ვიტრო განაყოფიერება გულისხმობს საკვერცხიდან ოოციტების ასპირაციას, ხელოვნურ ინსემინაციას და ემბრიონის გადატანას საშვილოსნოს ღრუში.  ქალის ასაკის, ჰორმონალური მდგომარეობის, ორგანიზმის მდგომარეობის გათვალისწინებით გამოიყენება სხვადასხვა პროტოკოლები.

ICSI-სპეციალური მიკრომანიპულაციაა, რომლის დროსაც კვერცხუჯრედის ციტოპლაზმაში შეყავთ ერთი სპერმატოზოიდი . ზოგჯერ სპერმატოზოიდს არ შესწევს უნარი გადალახოს საკვერცხის მბრწყინავი გარსი. ICSI -ს ჩვენებაა მამაკაცის მხრიდან ოლიგო ან აზოოსპერმია.  ამ პროცედურისთვის ერთეული სპერმატოზოიდების მიღება ხდება ქირურგიული ჩარევით-ტესტიკულებიდან ან სათესლის დანამატიდან ასპირაციის გზით ( TESA/MESA).

ელოვნური განაყოფიერებით რეალურად შეიძლება უნაყოფობის პრობლემის გადაჭრა, მაგრამ იგი არ გახლავთ 100% პროცედურა. მისი შედეგიანობის მაქსიმუმი მხოლოდ 35–43%–ია. ესეც იდეალურად ჩატარებული წინა მოსამზადებელი პირობების შემთხვევაში. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Find us on Facebook