ანთებითი დაავადებები:

ამედიცინო დაწესებულებაში გინეკოლოგიური ჩივილებით მისულ ქალთა 65-70%-ს სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების დიაგნოზს უსვამენ. ბანალური ანთების მკურნალობა სპეციალისტის მეთვალყურეობის გარეშე შეიძლება მრავალი გართულების მიზეზი გახდეს, მათ შორის უნაყოფობის. 

იუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პრაქტიკაში ინერგება ახალი მედიკამენტები, მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებები მაინც დიდ პრობლემად რჩება. 

ნთებითი პროცესებს იწვევენ როგორც სპეციფიური, ასევე არასპეციფიური ინფექციური აგენტები.  სპეციფიური ინფექციებიდან ხშირად გვხვდება: გონოკოკი, მიკოპლაზმა, ურეაპლაზმა, ქლამიდია, სხვადასხვა ვირუსები. ისინი სქესობრივი გზით გადაეცემა დაავადებული პარტნიორიდან პარტნიორს.

რასპეციფიური ანთებითი პროცესების გამომწვევ ინფექციებს მიეკუთვნებიან: სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ლურჯ-მწვანე ჩირქის ჩხირი. თუმცა, მსგავსი დაყოფა რამდენადმე პირობითია, რადგან ანთება, უპირატესად, შერეული ხასიათის არის. 

ინეკოლოგიურ სფეროში არსებულ ანთებითი პროცესებზე მიუთითებს შემდეგი სიმპტომები: 

  • ყრუ ან ძლიერი ტკივილი მუცლის ქვედა არეში
  • ტკივილი საკვერცხეების მიდამოში
  • საშოდან უხვი გამონადენი, ზოგჯერ  სუნიანი
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები
  • ქავილი სასქესო ორგანოების არეში
  • t-ის მომატება 

ნთებითი დაავადებების დიაგნოსტირება ხდება სისხლის, ნაცხის, შარდის ანალიზით; ულტრაბგერითი კვლევითა და კოლპოსკოპიით. არასპეციფიური ანთების  გამომწვევის იდენტიფიცირების მიზნით, საეჭვო ნაცხი იგზავნება  ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში. მიღებული ანტიბიოტიკოგრამის საფუძველზეც ინიშნება შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპია. ვირუსების გამოვლენა ხდება სისხლსა და ბიოლოგიურ  სითხეებში იფა, იფრ და პჯრ მეთოდებით. 

ნთებითი დაავადებებიდან თავდაცვის საუკეთესო პროფილაქტიკურ ღონისძიებებია: პირადი ჰიგიენა დაცვა, განსაკუთრებით, მენსტრუაციული ციკლის დღეებში; საშოს ფლორის კონტროლი; რეგულარული  ვიზითი გინეკოლოგთან. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Find us on Facebook