რა არის ენდოკრინოლოგია

ნდოკრინოლოგია ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდა და სწრაფად განვითარებადი მედიცინის დარგია, რომელიც ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობას სწავლობს. ამ სისტემაში წარმოშობილი დარღვევები ორგანიზმის თითქმის  ყველა ფუნქციაზე (კარდიოლოგია, ონკოლოგია, ოფთალმოლოგია, გასტრო -ენტეროლოგია, გინეკოლოგია...) ახდენს მეტ–ნაკლებ ზეგავლენს.

ამწუხაროდ, ბოლო წლებში მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დაფიქსირდა ამ სისტემის დარღვევების სერიოზული მატება. ამის ნათელ მაგალითს საქართველოში არსებული ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები წარმოადგენს, რომელიც ადვილად ახსნადი ხდება თუ გავიხსენებთ, რომ ადამიანი ცხოვრობს დაბინძურებულ, ქიმიით გაჯერებულ და  სტრესით გაჟღენთილ სამყაროში. სამყაროში, რომელიც ჩვენ დავანადგურეთ და ახლა ჩვენივე შემოქმედების შედეგს ვიმკით საკუთარი დაზიანებული ჯანმრთელობის სახით...  

 

 

 

 

 


Find us on Facebook