კონტრაცეფცია

ონტრაცეპციული საშუალებები იცავს ქალს არამარტო არასასურველი ორსულობისგან, არამედ არეგულირებს ორსულობის რაოდენობას, წყვილთა ჯანმრთელობას, ბავშვთა რაოდენობასა და მშობიარობათა შორის ინტერვალს.

ანამედროვე კონტრაცეპციული საშუალებებია: ჰორმონალური, საშვილოსნოსშიდა, ბარიერული, სპერმიციდები, ქირურგიული და ბუნებრივი მეთოდები.

ორმონალური საშუალებებს მიეკუთვნება:  კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივი, რომელიც ქალის სასქესო ჰორმონების (ესტროგენისა და პროგესტერონის) სინთეზური ანალოგი ან  პროგესტინის შემცველებია: ორალური (მინი-პილი), საინექციო და კანქვეშა (ნორპლანტი).

რალური კონტრაცეპტივები ინიშნება სმკურნალო მიზნითაც: მენსტრუალური ციკლის დარღვევების, პრემენსტრუალური სინდრომის, საშვილოსნოს დისფუნქციური სისხლდენების, საკვერცხის პოლიკისტოზის, ენდომეტრიოზის, ინფანტილიზმის დროს.

 ლიმაქტერულ ასაკში ძირითადად მიმართავენ ჩანაცვლებით ჰორმონოთერაპიას. ამ შემთხვევაში ორგანიზმში შეყავთ ჰორმონები, რომლებიც ავსებს მენოპაუზის შედეგად წარმოქმნილ ჰორმონალურ დეფიციტს. ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის მიზნით გამოიყენება ბუნებრივი ესტროგენები.

ოზარდთა ასაკის ჰორმონოთერაპია აუცილებელია გოგონებში ნაადრევი სქესობრივი მომწიფების დასათრგუნად, გონადების დისფუნქციის, დისფუნქციური საშვილოსნოსმიერი სისხლდენის, ადრენო-გენიტალური სინდრომის მკურნალობისას. ამ შემთხვევაში მშობელთა შიში ჰორმონალური პრეპარატების მოხმარების მიმართ უსაფუძვლოა, რადგან მეცნიერთა მიერ საკვერცხეებზე ჰორმონების დადებითი ეფექტი დადგინდა.

აშვილოსნოსშიდა საშუალებაა სპირალი, რომელიც იცავს ქალს დაორსულებისგან 2- დან 10 წლამდე. მას, უპირატესად, იყენებენ ნამშობიარები  ქალები, რომელთაც აქვთ რეგულარული მენსტრუალური ციკლი.

არიერული კონტრაცეპტივი იცავს ქალს არამარტო დაორსულებისგან, არამედ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიდანაც. დაცვის ამ საშუალებებს მიეკუთვნება ქალისა და მამაკაცის პრეზერვატივები, საშოს დიაფრაგმები და ღრუბლები.

ჯახის დაგეგმვის ბუნებრივ მეთოდებში გაერთიანებულია: კალენდარული, ბაზალურ-თერმომეტრული მეთოდი და ლაქტაციური ამენორეის მეთოდი. ამავე ჯგუფშია გაერთიანებული ე.წ. შეწყვეტილი სქესობრივი აქტი.

ტერილიზაცია მიეკუთვნება ქირურგიული კონტრაცეპციის შეუქცევად მეთოდს. იგი გულისხმობს ქალებში მილების ოკლუზიას  და ვაზექტომიას - მამაკაცებში.

ონტრაცეპციის მეთოდის შერჩევისას  უნდა გავითვალისწინოთ მეთოდის ეფექტურობა, უსაფრთხოება, ხელმისაწვდომობა და შექცევადობა.

ლინიკის კვალიფიციური ექიმები  თქვენი სურვილისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სწორად შეარჩევენ თქვენთვის საჭირო ოპტიმალურ კონტრაცეპციულ საშუალებას.  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Find us on Facebook