ბავშვთა გინეკოლოგია 

ავშვთა ასაკის გინეკოლოგიურ დაავადებებს შორის ყველაზე ხშირად გვხვდება საშოსა და  გარეთა სასქესო ორგანოების ანთება (ვულვოვაგინიტი). ის შესაძლოა რეპროდუქციული სისტემის დაზიანების მიზეზი გახდეს და მომავალში სხვა უფრო დიდ და სერიოზულ  პრობლემებს დაუდოს სათავე.  ეს პროცესები საბოლოოდ აფერხებენ გოგონას სასქესო გზების ნორმალური მიკროფლორის ჩამოყალიბებას.

ულვოვაგინიტი, უმეტესად, სქესობრივ მომწიფებამდე პერიოდში გვხვდება.

ისი მიზეზებია:

  • სასქესო ორგანოების ანატომიურ- ფიზიოლოგიური თავისებურება
  • ექსტრაგენიტალური დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ექსუდაციური დიეთეზი, სისხლის სისტემური დაავადებები, ინფანტილიზმი...
  • ეგზოგენური ფაქტორები: გარეთა სასქესო ორგანოების ტრამვა, საშოში უცხო სხეულები, ჰიგიენური პროცედურების დარღვევა, ჰელმინთები, თერმული, ქიმიური, მექანიკური ფაქტორები...

ულვოვაგინის სიმპტომებია:

  • გარეა სასქესო ბაგეები ჰიპერემიული, შეშუპებული,  ქავილის გამო  ხშირად აქერცლილიც კი,
  • უხვი  ან სუნიანი გამონადენი სასქესო გზებიდან,
  • დისკომფორტი შარდვის დროს.

 

ნთებითი პროცესის გახანგრძლივებას (დროულად ვერ დაისვა დიაგნოზი, არასწორად შეფასდა მდგომარეობა!)  შესაძლოა მოჰყვეს მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცება (სინექია), რომელიც ნაწილობრივ ან სრულად ახშობს საშოს შესავალს, რითაც სერიოზულად ართულებს შარდვას.

ოზარდთა ასაკის გინეკოლოგიურ პათოლოგიათა შორის დიდ ადგილს იკავებს დისფუნქციური საშვილოსნოსმიერი სისხლდენები. იგი დაკავშირებულია ჰორმონალურ დარღვევებთან და არ არის დაკავშირებული სასქესო სისტემის ორგანულ დაზიანებასთან. უმეტესად დისფუნქციის მიზეზებად გვევლინება:

  • სტრესულ სიტუაცია,
  • ენდოკრინული დარღვევები,
  • ექსტრაგენიტალური დაავადებები,
  • ფსიქიური და ემოციური გადატვირთვები,
  • ანტენატალური პერიოდის არასასურველი მიმდინარეობები.

უ დაივიწყებთ ბავშვთა  გინეკოლოგთან ვიზიტს, რომელიც სასურველია ყოველგვარი კლინიკური დაავადების გამოვლენის გარეშე შედგეს:

  • სიცოცხლის პირველსავე წელს,
  • 3-5 წლის ასაკში,
  • მენსტრუალური ციკლის ჩამოყალიბების პერიოდში 11-15 წლამდე.

აც შეეხება დაავადებებს. მათი პირველივე სიმპტომის გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ სპეციალიზირებულ დაწესებულებას და ექიმ სპეციალისტს, რომელსაც ბავშვთა გინეკოლოგი ქვია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Find us on Facebook