რა ინფორმაციას იძლევა რენტგენოგრაფია?

უჭისა და 12- გოჯა ნაწლავის რენტგენოგრაფია (გასტროდუოდენოგრაფია)  ანთების, წყლულისა და სიმსივნის დადგენის საშუალება იძლევა.

აღვლის ბუშტისა (ქოლეცისტოგრაფია) და სანაღვლე სადინრების (ქოლეგრაფია) რენტგენოგრაფიით დიაგნოსტირდება:

ნაღვლის ბუშტის ფორმა–ზომა, მასში კონტურების არსებობა,  ნაღვლის შიდა – და გარე სადინრებში კონკრემენტის, პოლიპისა და სიმსივნის არსებობა. ამავე მეთოდით შეიძლება ნაღვლის ბუშტის  კონცენტრაციულ-უმშვადი  ფუნქციის შეფასება.

სხვილი ნაწლავის რგ (ირიგოგრაფია) ემსახურება  სიმსივნის, პოლიპების, დივერტიკულის აღმოჩენასა და ნაწლავის გამტარიანობის შეფასება.

ულმკერდის ღრუს რენტგენოგრაფიით შესაძლებელია გულმკერდის ღრუს ორგანოთა  ინფექციური, სიმსივნური და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების დიაგნოსტირება.

ერხემლის რგ  დეგენერაციულ–დისტროფიული (ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, გამრუდება), ინფექციური,  ანთებითი (სპონდილიტები) და სიმსივნური პროცესების დიაგნოსტიკის საშუალებას იძლევა.

ახსრების,  ჩონჩხისა და  ნებისმიერი პერიფერიული მიდამოს რგ  ტრავმული დაზიანების, ანთებითი პროცესებისა და სიმსივნის დიაგნოსტიკის მიზნით ტარდება.

უცლის ღრუს რენტგენოგრაფიით შესაძლებელია  მუცლის ღრუს  ორგანოთა პერფორაციის, თირკმლის ფუნქციისა (ექსკრეტორული უროგრაფია) და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის დადგენა–შეფასება.

ეტროსალპინგოგრაფიით, კონკრეტულად კი  რენტგენო კონტრასტული ნივთიერებების გამოყენებით, შესაძლებელია საშვილოსნოსა და ფალოპის მილების ფორმა– ზომისა და ფუნქციის შესწავლა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


Find us on Facebook