რა ინფორმაციას იძლევა ულტრასონოგრაფია?

უცლის ღრუს ულტრასონოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს და შეფასდეს:

 

ვიძლის, პანკრეასის, ნაღვლის ბუშტის, ელენთის მდებარეობა, ფორმა, კონტური,

სტრუქტურა, სისხლით მომარაგება;

ანთებითი ან აბსცედირებული კერები;

სიმსივნური წარმონაქმნები;

თანდაყოლილი და შეძენილი კისტები;

თანდაყოლილი ანომალიები;

კუჭისა და ნაწლავის ფორმა, კონტური, დამატებითი წარმონაქმნები  და სარქვლოვანი აპარატის მუშაობის ხარისხი.

 

ს მეთოდი, მუცლის ღრუს ორგანოთა ქსოვილოვანი და  ფუნქციური მაჩვენებლების მოპოვების თვალსაზრისით,  ექიმისთვის უნიკალურია, რადგან იძლევა   ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის, ელენთის, კუჭისა და ნაწლავების ტრავმული, კენჭოვანი, ანთებითი და სიმსივნური პროცესების დროული და ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებას.

 

მიტომაც  თერაპიული და ქირურგიული დარგების  მუშაობა დღეს წარმოუდგენელია მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკის მონაცემების გარეშე.

 

ირკმლისა და საშარდე სისტემის ულტრასონოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს და შეფასდეს:

 

ირკმლისა და საშარდე სისტემის მდებარეობა, ფორმა და კონტური;

თირკმლის სტრუქტურა  და  კენჭოვანი წარმონაქმნები;

ანთებითი და ჩირქოვანი კერები;

სიმსივნური წარმონაქმნები;

თანდაყოლილი და  შეძენილი კისტები თუ სხვა  სახის ანომალიები.

 

ლტრასონოგრაფიით ხდება დიაგნოსტირდება თირკმლისა და საშარდე სისტემის თანდაყოლილი ანომალიების,  ანთებითი პროცესების,  თირკმლის ჩირქოვანი პროცესების, აბსცესების, კარბუნკული და სიმსივნური პროცესების.

არდ–კენჭოვანი დაავადების ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკა ძალზედ ეფექტური  მეთოდია, როგორც კონკრემენტების აღმოჩენის, ასევე მისი გართულებების  ზუსტი შეფასების მხრივ.

აინტერესოა  ის ფაქტი, რომ  ულტრასონოგრაფია აღმოაჩენს ნებისმიერი შენებისა და მდებარეობის კონკრემენტს, განსხვავებით რენტგენოლოგიური კვლევისა, რაც ვერ ახდენს შარდმჟავისაგან აგებული კენჭის გამოვლენას.

 

როსტატის ჯირკვლის კვლევის შედეგად დიაგნოსტირდება:

 

წვავე და ქრონიკული პროსტატიტი;

მწვავე პროსტატიტის გართულებები;

უნაყოფობის მიზეზები;

იმპოტენციის მიზეზები;

ჯირკვლის აბსცესი;

ადენომა;

სიმსივნური კვანძები.

 

როსტატის ულტრასონოგრაფია ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური მეთოდია, რომელიც პროსტატის ქსოვილოვან შენებაში მარტივად და სწრაფად გარკვევის საშუალებას იძლევა. ჯირკვლის გამოკვლევასთან ერთად ხდება რეგიონული ლიმფური კვანძების სონოგრაფიაც. იგი თავისი ინფორმაციულობით უნიკალური და შეუცვლელია.

 

არისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიული კვლევის შედეგად დიაგნოსტირდება:

 

ირკვლის ზომა, ფორმა, მოცულობა;

ანთებითი კერები;

კვანძები;

ჯირკვლის სისხლმომარაგება;

ქსოვილოვანი შენება (სტრუქტურა).

 

საა ფარისებრი ჯირკვლის კვლევის ყველაზე ეფექტური და მარტივი მეთოდი. ულტრასონოგრაფიით შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის  არა მხოლოდ ზომის დადგენა, მასში ანთებითი პროცესების, კისტების, კვანძებისა და სიმსივნური კერების გამოვლენა, არამედ  ორგანოს ფუნქციური აქტივობის სავარაუდო შეფასებაც.

 

კერდის ულტრასონოგრაფიული კვლევის შედეგად დიაგნოსტირდება:

 

ვანძები;

კისტები;

ფიბროადენომები;

ანთებითი კერები;

ჯირკვლის სისხლმომარაგება;

ქსოვილოვანი შენება (სტრუქტურა) და ა.შ.

 

ამოკვლევა ტარდება 10–18 მგჰ სიხშირის ტრანსდიუსერით. ეს გადამწოდები ნებისმიერი ზომისა და ფორმის მკერდის ზედაპირული და ღრმა სტრუქტურების სრულფასოვანი დათვალიერების საშუალებას იძლეა.  აქვე ხდება ქსოვილოვანი შენების დეტალიზაცია და სარძევე ჯირკვლის   ქსოვილის მორფოლოგიური შესწავლაც,  ამ მეთოდით შესაძლებელია  ჯირკვლის სადინარებში სითხის არსებობის შეფასება.

მავდროულად,  ინახება რეგიონული ლიმფური კვანძები (იღლიის, ლავიწზედა და ლავიწქვეშა).

 

 

სიახლე!

 

ვენთან ჩატარებული მამოგრაფიის დროს განისაზღვრება მკერდის ქსოვილის სიმკვრივე (ელასტოგრაფია), რითაც ძალიან მაღალი სიზუსტით ფასდება მკერდში არსებული წარმონაქმნის ბუნება.

 

 

ულისა და სისხლძარღვების ულტრასონოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს და შეფასდეს:

 

ულის მდებარეობა, ფორმა, კონტური, კედლის მდგომარეობა (სტრუქტურა);

გულის ფუნქციური პარამეტრები;

სისხლძარღვების მდებარეობა, ფორმა, კონტური;

სისხლძარღვებში სისხლის გამავლობის ფუნქციური პარამეტრები;

სისხლძარღვების კედლის მდგომარეობა (სტრუქტურა);

თანდაყოლილი ანომალიები;

ანთებითი და სიმსივნური წარმონაქმნები.

ს მეთოდი, გულისა და სისხლძარღვების ქსოვილოვანი შენებისა და  ფუნქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით,  ექიმისთვის იმდენად უნიკალურია, რომ  თანამედროვე კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, რევმატოლოგია, თერაპია და ანგიოლოგია  წარმოუდგენელია გულისა და სისხლძარღვების ულტრასონოგრაფიული დიაგნოსტიკის მონაცემების გარეშე.

 

ახსრისა და ხერხემლის ულტრასონოგრაფიით შეიძლება გამოვლინდეს და შეფასდეს:

 

ახსრის სტრუქტურა;

ანთება;

სიმსივნური წარმონაქმნი;

მალთაშუა დისკების მდგომარეობა და ა.შ.

 

ეთოდი აპრობირებული და დანერგილია მსოფლიოს წამყვან კლინიკებში. იგი ჩვენთანაც აქტიურად გამოიყენება ტრავმატოლოგიაში, რევმატოლოგიაში, ნევროლოგიასა და მედიცინის ნებისმიერ დარგში მომუშავე ექიმების მიერ, რომლებსაც უწევთ პაციენტისთვის სახსრებზე მკურნალობა.

  

მრიგად,  ჩვენ რეალურად გთავაზობთ:

 

უცლის ღრუს ორგანოთა; 

თირკმელების, შარდის ბუშტის, პროსტატისა და სათესლე ჯირკვლების;

სარძევე ჯირკვლის;

მენჯის ღრუს ორგანოთა: საშვილოსნო, საკვერცხეები, ფალოპის მილების ტრანსაბდომინალურ და ტრანსვაგინალურ კვლევას;

ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლის, თიმუსის;

რბილი ქსოვილების;

თვალის;

ლიმფური ჯირკვლების;

სახსრებისა და ხერხემლის;

გულისა და სისხლძარღვების:

  1. თავის ტვინის ექსტრა– და ინტრაკრანიალური;
  2. ზემო– და ქვემო კიდურების;
  3. მუცლის ღრუსა და თირკმლის არტერიის დოპლეროგრაფიულ (ტრიპლექს–სკანირება)

და ორსულთა (ნაყოფის) კვლევებს.

 

P.S. პაციენტისთვის პათოლოგიური პროცესის აღმოჩენის შემთხვევაში, გადაიღება და ხელზე

           გაიცემა ულტრასონოგრაფიული სურათები, რომლებიც ზუსტად ასახავს პროცესის

           მდებარეობასა და შენებას.

           პაციენტის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია  კვლევის კომპიუტერული  ჩანაწერის

           გაკეთება და მისთვის გადაცემა.

 

 

 


Find us on Facebook